ჩვენ შესახებ


 



 

წლების განმავლობაში, საქართველოში ხარისხის შეფასების სისტემა და კერძოდ ლაბორატორიული სერვისი კორუფციაში იყო ჩაფლული. ის მეწარმეებისგან ფულის გამოძალვის წყაროს წარმოადგენდა და მას არაფერი ჰქონდა საერთო ხარისხის კონტროლთან.

მეწარმეების მხრიდან სრული უნდობლობის პირობებში და საეჭვო რეპუტაციის ლაბორატორიების გარემოცვაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ლაბორატორია, რომელიც ანალიზის შედეგად გასცემდა ოქმს, რომელშიც ზუსტად იყო ასახული კვლევის შედეგი.

2004 წელს ლაბორატორია მულტიტესტი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია TUV-NORD-ის მონაწილეობით. 

2012 წელს ლაბორატორია მულტიტესტმა USAID-ის მხარდაჭერით მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია. ამაჟამად მულტიტესტი საქართველოში პირველი და ერთადერთი კერძო ლაბორატორიაა, რომელიც  საქმიანობს სურსათისა და აგრო სფეროში და აკრედიტირებულია ANAB (ANSI-ASQ National Accreditation Board, აშშ)-სმიერ.


ლაბორატორიაში დანერგილია 650-ზე მეტი საანალიზო მეთოდი, .. ISO, EN, OIV, AOAC სტანდარტების შესაბამისად; და 24 საკუთარი მეთოდი.

დღეს მულტიტესტი ემსახურება ასობით კომპანიასა და ფერმერს, მ.შ. ღვინის, რძის, თხილის და ხილის ნაწარმის ექსპორტიორებს, პესტიციდების, სასუქის იმპორტიორებს და მწარმოებლებს, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებს.

მულტიტესტის მაღალი კომპეტენციის საფუძველს წარმოადგენს გამოცდილი პერსონალი, რომელთა შორის 6 მეცნიერებათა დოქტორია და 7 მაგისტრი.

ჩვენი შეხედულებით, მულტიტესტის საქმიანობა სცდება ერთი კომერციული ორგანიზაციის კერძო ინტერესს, რადგანაც ის აძლიერებს მეწამეებს, ხელს უწყობს ექსპორტს და  ჯანმრთელობისთვის საშიში სურსათის გამოვლენით იცავს მოქალაქეებს.

მეორე ათწლეულია, რაც ლაბორატორია მომხმარებელს სთავაზობს მრავალმხრივ და კომპეტენტურ სერვისს. ამ წლების განმავლობაში, მულტიტესტის მთავარ მონაპოვრს წარმოადგენს მეწარმეების ჩვენს მიმართ ნდობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.