ღვინო

მულტიტესტში ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე ლაბორატორიული ანალიზები 2004 წლიდან ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში განხორციელდა 70,000-ზე მეტინიმუშის ანალიზი, 1,620,000-ზე პარამეტრზე.
ლაბორატორიაში დანერგილია OIV საანალიზო (მ.შ. რეფერენტული) მეთოდები, ხოლო 2006 წლიდან პირველად საქართველოში, ღვინის საანალიზოდ ვიყენებთ 18 მეთოდს FTIR (ინფრაწითელი სპექტროსკოპია) ტექნოლოგიით. აღნიშნული მეთოდები დაინერგა ღვინის ანალიზატორზე WINESCAN (მწარმოებელი კომპანია FOSS).

ვინაიდან კომპანია FOSS-ის მიერ შექმნილი გლობალური საკალიბროები არ მოიცავდა ქართული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის მახასიათებლებს, ამიტომ საჭირო გახდა არსებული საკალიბროების ქართულ ღვინოზე ადაფტირება. ამისთვის ლაბორატორიამ ჩაატარა ურთულესი სამუშაო და გამოიკვლია 6000-ზე მეტი ღვინის ნიმუში (დაახლოებით 750 000 სხადასხვა ტესტი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდი აღიარებულია, როგორც ოფიციალური საანალიზო მეთოდი და შეტანილია ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროში აკრედიტაციის ეროვნული სამსახურის  და ამერიკის სტანდარტების ნაციონალური ინსტიტუტის (ANSI - ANAB) მიერ.

ამჟამად, ლაბორატორიაში სრულდება ღვინის, სხვა ალკოჰოლური სასმელების ანალიზი 70-ზე მეტ პარამეტრზე როგორც ადგილობრივი ბაზრის, ისე სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტის მოთხოვნების შესაბამისად (ST1 და VI1 სერტიფიკატის მისაღებად).