თხილი

 

დაარსების დღიდან ლაბორატორია მულტიტესტი მეწარმეებს სთავაზობს თხილის ანალიზს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2012 წელიდან თხილის ანალიზი კეთდება  ამერიკის სტანდარტების ნაციონალური ინსტიტუტის (ANSI - ANABაკრედიტაციის საფუძველზე. საერთაშორისო აკრედიტაციით გაცემული ლაბორატორიული გამოცდის ოქმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპორტიორებისთვის, რადგანაც ის ზრდის ნდობას ტესტირებული პროდუქციის და, შესაბამისად, მეწარმის მიმართ.

როგორც ცნობილია, თხილში აფლატოქსინის კონცენტრაცია რეგულირდება და, შესაბამისად, მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი ლაბორატორია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნული ტოქსინის ანალიზს და ამიტომ ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტებში. ათასობით ტესტი, რომელიც ლაბორატორიაში გაკეთდა წლების განმავლობაში, ადასტურებს ნდობას როგორც ადგილობრივი მეწარმეების, ისე მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან.