ნიადაგი

 

2007 წელს მულტიტესტში დაინერგა ნიადაგის ანალიზი 5 პარამეტრზე. ამჟამად ჩვენს ლაბორატორიაში ნიადაგის ანალიზი კეთდება 40-ზე ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებელზე. დღემდე ლაბორატორიას ჩატარებული აქვს 350 000 პარამეტრის ანალიზი, რაც დაახლოებით შეესაბამება 78 000 ჰექტრის ლაბორატორიულ შეფასებას.

მულტიტესტი ფერმერებს სთავაზობს სრული მომსახურების ციკლს, კერძოდ: ნიადაგის საველე კვლევა, ნიმუშის აღება, ლაბორატორიული ანალიზი და ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია და რეკომენდაციის გაცემა. ჩვენი სერვისით სარგებლობენ როგორც მომქმედი ფერმერები, ასევე ინვესტორები, რომელთა მიზანია ინვესტიციის განხორციელებამდე ნიადაგის წინასწარი ხარისხობრივი შეფასება.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების კომპეტენციის კონტროლის მიზნით, ჩვენი ლაბორატორია პერმანენტულად მონაწილეობს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტებში.