პესტიციდები

 

2011 წლიდან მულტიტესტში დანერგილია პესტიციდების მომქმედი ნივთიერებების ანალიზი. როგორც ცნობილია, პესტიციდების ეფექტურობა მთლიანად დაკავშირებულია მასში აქტიური ნივთიერების კონცენტრაციის ოდენობაზე. თუ პესტიციდში აქტიური (მომქმედი) ნივთიერება ნაკლებია გაცხადებულ რაოდენობაზე, მაშინ პესტიციდი არაეფექტურია და, შესაბამისად, მისმა გამოყენებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს აგროკულტურას და/ან მოსავალს. ასევე, პესტიციდის არაეფექტურობის გამო, ფერმერმა შესაძლოა თვითნებურად გაზარდოს პესტიციდის მოხმარების დოზები, რაც შესაძლოა გახდეს მცენარის დაღუპვის ან ნაყოფში პესტიციდის ნარჩენი ოდენობის საშიშ ზრდას რაც, თავის მხრივ, ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილია 70-ზე მეტი მომქმედი ნივთიერების, ყველაზე მოხმარებადი პასტიციდის ანალიზი. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობენ როგორც პესტიციდების იმპორტიორი კომპანიები, ასევე ფერმერები. წლებია, აღნიშნული სერვისით სარგებლობს სურსათი ეროვნული სააგენტო, რაც საშუალებას იძლევა, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ბაზარი დაიცვას ფალსიფიცირებული ან უხარისხო პროდუქციისგან.